ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მალე "კოვიდ-19" შემთხვევების 10 მილიონიან ზღვარს გადალახავს


შეერთებული შტატები ორშაბათს უკვე გადააჭარბებს “კოვიდ-19”-ის დადასტურებული შემთხვევების 10 მილიონიან ზღვარს. ქვეყანას გლობალური პანდემიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე უარეს ტალღასთან გამკლავება უწევს.

გასული კვირის განმაბლობაში, შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად საშუალოდ 100 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა, რაც ერთი თვის წინანდელ ყოველდღიურ მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებდა. ყოველდღიურად დაახლოებით 900 ადამიანი იღუპება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა შუა-დასავლეთის შტატებშია, სადაც ჰოსპიტალიზაციის დონემ სარეკორდო ნიშნულებს მიაღწია.

“კოვიდ-19” -ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მოხდა, მათ შორის ევროპაში, სადაც ზოგიერთმა მთავრობამ ვირუსის გავრცელების შესანელებლად საკარანტინო ზომებს მიმართა.

გლობალურად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 50 მილიონს აჭარბებს. 1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა და 33 მილიონი გამოჯანმრთელდა.

გასული კვირის განმავლობაში,ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და იტალიაში იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG