უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად განაცხადა სოციალურ მედიაში.
"არ არიან ისეთი იღბლიანი ადამიანები, რომლებისთვისაც კოვიდ-19 საფრთხე არ არის", - დაწერა მან სოციალურ ქსელში. "მიუხედავად ყველა საკარანტინო ღონისძიებისა, ჩემი ტესტის პასუხი დადებითია".
ზელენსკი ამბობს, რომ ის თვითიზოლაციაში იქნება და მიუხედავად ავამდყოფობისა, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. "თავს კარგად ვგრძნობ და ბევრ ვიტამინს ვიღებ. ვირუსს დავამარცხებ, როგორც სხვა ადამიანების უმეტესობა, კარგად ვიქნები", - თქვა ზელენსკიმ.
კორონავირუსით უკვე იყვნენ ინფიცირებულნი ზელენსკის ცოლი და შვილი. უკრაინაში ორშაბათის მონაცემებით ინიფიცირების 469 018 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 8565 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ გასული დღეღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 8600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
უკრიანის პრეზიდენტამდე კორონავირუსი არაერთი ქვეყნის ლიდერს დაუდასტურდა, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერსა და ბრაზილიის პრეზიდენტს. ასევე, ბრიტანეთის პრინც ჩარლზს, ჰონდურასისა და ბოლივიის პრეზიდენტებს.
Facebook Forum