ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უკრაინაში კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა


უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა დადებითად შეაფასეს. განცხადებები მათ არჩევნების დასრულებიდან მალევე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები "კარგად იყო ორგანიზებული და ის "გამჭვირვალედ გაიმართა". თუმცა დამკვირვებლები ამბობენ, რომ პრობლემები საარჩევნო გარემოში კვლავ არის საუბარია "ხმის ყიდვასა და ობიექტურობაზე".

"საარჩევნო უბნებზე სადაც ვიმყოფებოდით ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა ის იყო კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე," - ამბობენ ეუთო/ოდირის წარმომადგენლები, რომლებმაც უკაინის არჩევნების მონიტორინგი აწარმოეს.

მისიაში უკრაინის ადგილობრივი არჩევნებზე დაკვირვებისთვის 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათი შეფასებით იყო გარკვეული სახის პრობლემები თუმცა წინასაარჩევნო გარემოც მშვიდ და თანაბარ გარემოში წარიმართა. დამკვირვებლები ამბობენ, რომ გარკვეულწილად შენარჩუნებული იყო სახელმწიფო რესურსების და ოფიციალური პირების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

რაც შეეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება ხმის დათვლის პროცესი და ის 3-5 დღეში დასრულდება, რაიონებში სადაც მეორე ტურის გამართვა იქნება საჭირო კანდიდატებს შორის მოსახლეობა არჩევანს 15 ნოემბერს გააკეთებს.

წინასწარი მონაცემებით 25 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახურმა" მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა.

25 ოქტომბერის ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში მიიჩნევა ისტორიულად, რადგან პირველად ჩატარდა ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ. ახალი კანონით მოხდა კიევის ძალაუფლების დეცენტრალიზება და მისი გადაცემა ადგილობრივი მთავრობებისთვის. თუ შედეგები შენარჩუნდა, ეს იქნება დიდი დარტყმა ზელენსკისთვის, რომელმაც წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნებში და რომლის პოპულარობა მცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG