ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უპრენცენდეტო აქტიურობაა. თუმცა, ამომრჩეველს შორის, განსაკუთრებით აქტიურობენ ე.წ მილენიალები და თაობა Z. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ თაობის წარმომადგენლების აქტიურობა 2018 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.
"ძალიან ბევრი სტუდენტი დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, ასე რომ მეტია შანსი, რომ მათ ექნებათ საშუალება ხმა მისცენ", ამბობს ჯოშ კატნერი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.
დაახლოებით, 240 მილიონ ამერიკელ ამომრჩეველს შორის, დღეის მონაცემებით, 20%-ს 18-დან 29 წლამდე ასაკის ამორჩეველი შეადგენს. მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და დააფიქსირონ საკუთარი სურვილი.
ბოლო მონაცემების მიხედვით, 7 მილიონზე მეტმა მილენიალმა და თაობა Z-ის წარმომადგენელმა, უკვე ისარგებლა არჩევნებზე ნაადრევი ხმის მიცემის უფლებით. ახალგაზრდა ამომრჩევლების რიცხვი ფლორიდაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მინესოტაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში, უკვე გადაცდა "2016 წლის გამარჯვების ზღვარს, თითოეულ შტატში", ამბობს მოანაცემების ცენტრი "სირქლ".
მილენიალებად იწოდებიან ადამიანები, ვინც 1985 და 1995 წელს შორის არიან დაბადებული, ხოლო თაობა Z-დ იწოდებიან ისინი, ვინც 1996 წლის შემდეგ დაიბადა.
Facebook Forum