ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამომრჩევლის აქტივობა ნიუ-იორკში


12 საათის მონაცემებით, ნიუ-იორკში გახნილ მერვე უბანზე, 180-მა ადამიანმა მისცა ხმა. ამის შესახებ, „ამერიკის ხმას“ საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, მარინა ტაბატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე, ამ დროისთვის, კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თავმჯდომარე აცხადებს, რომ უბანზე 6-მდე საჩივარია დაწერილი და მათი უმეტესობა, საარჩევნო სიებს ეხება. ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, საარჩევნო სიებში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მისი თქმით, უბანზე სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

ამომრჩევლის აქტივობა ნიუ-იორკში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:04 0:00

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს, იმავე უბნის კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან. ნანა ნიკაბაძე, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ უბანი დარღვევებით გაიხსნა.

„პრობლემები დილიდანვე დაიწყო. უბნის თავმჯდომარემ, კომისიის წევრების ფუნქცია-მოვალეობები ერთპიროვნულად, კენჭისყრის გარეშე გადაანაწილა. ამბობენ, რომ დადგენილების საფუძველზე, რომელიც 19 ოქტომბერს მიუღიათ. უბანზე ოპოზიციის კვოტით, კომისიაში ერთადერთი წარმომადგენელი ვარ და უბნის შესასვლელთან, მარკირებაზე დაუსწრებლად გამამწესეს. კომისიის წევრი, სახელისუფლებო კოვტოთ, უბანზე მოსულ ნაცნობ ამომრჩევლებს, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, თავმჯდომარე კი არანაირ ზომებს არ იღებს“ - აცხადებს ნანა ნიკაბიძე და ამბობს, რომ უბანზე მაღალი აქტივობა შეინიშნება.

ნიუ-იორკში, ორი საარჩევნო უბანია. ორივე, ვაშინგტონში მოწყობილი უბნის მსგავსად, აღმოსავლეთ სანაპიროს დროით, დილის რვა საათზე გაიხსნა. მოგვიანებით, კიდევ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, კალიფორნიაში, სადაც არჩევნები პირველად ტარდება და 211 ადამიანია ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სულ სამი შტატის ოთხ უბანზე, 6 000 მდე ამომრჩევლია რეგისტრირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG