ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საია მედიის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), თბილისში, საარჩევნო უბნებთან მიმდინარე დაპირისპირებას ეხმიანება და მოითხოვს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყოს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს და არ აძლევს მათ საშუალებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

საუბარია გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე. იქ ერთ-ერთი პირი, ონლაინ გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს თავს დაესხა. ასევე, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. "საიაში" აცხადებენ, რომ პირი, რომელიც "პუბლიკას" ჟურნალისტს დაესხა თავს, აგრესიული იყო მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართაც.

"საია მოუწოდებს [შსს-ს] დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით", წერია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დღეს დილით, თბილისის დროით 8 საათზე გაიხსნა. მოსახლეობას ხმის მიცემის საშუალება საღამოს 8 საათის ჩატლით ექნება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წამრომადგენლები საუბრობენ გარკვეულ დარღვევებზე, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG