ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კოდივ-19-ით ინფიცირების შემდეგ პირველ აქციას მართავს


დღეს, პრეზიდენტი ტრამპი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას გააგრძელებს და შეეცდება კოვიდ-19-თან მისი ბრძოლა უკან მოიტოვოს. საპრეზიდენტო მარათონის დასრულებამდე სამი კვირა რჩება და პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველა მნიშვნელოვან, ე.წ. მერყევ შტატში, ფლორიდაში გეგმავს ამომრჩევლებთან შეხვედრის გამართვას.

საარჩევნო შეკრება ფლორიდაში, სანფორდის აეროპორტში გაიმართება. ეს პრეზიდენტის პირველი აქციაა მას შემდეგ, რაც მან 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა. ტრამპმა საავადმყოფოში სამი დღე დაჰყო. კვირას მან თქვა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა და გადამდები აღარ არის, თუმცა არ უთქვამს, რას აჩვენებს ტესტის შედეგები.

პრეზიდენტი ცდილობს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, არსებული დინამიკა შეცვალოს. ამ დროისთვის საარჩევნო გამოკითხვებში დემოკრატი ოპონენტი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს.

თვეებია პრეზიდენტი ცდილობს, რომ საჯარო ყურადღება მის მიერ ვირუსთან გამკლავების თემიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს. თუმცა მისი კორონავირუსით ინფიცირებამ ყურადღება სწორედ იქით მიაპყრო. კოვიდ-19-ით შეერთებულ შტატებში ინფიცირებულია 7.7 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა - 215,000 და მილიონობით უმუშევარი დარჩა.

ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც ეროვნულ და გადამწყვეტი შტატების დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობს, ოჰაიოსკენ მიემართება, შტატისკენ რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2016 წლის არჩევნებზე 8-პროცენტიანი უპირატესობით მოიგო. ეს ოჰაიოში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის მეორე ვიზიტია.

ტრამპი კი ფლორიდის შემდეგ, სამშაბათს - პენსილვანიისკენ, ოთხშაბათს - აიოვის და ხუთშაბათს - ჩრდილოეთ კაროლინისკენ გაემართება. პრეზიდენტს დააკვირდებიან იმის სანახავად, შეცვალა თუ არა მან კამპანიის სტილი, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ.

ფლორიდის შტატში ჩატარებული ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობა აქვს. თუ პრეზიდენტი ტრამპი ფლორიდის შტატს წააგებს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მისი გამარჯვების შანსებს. 2016 წლის არჩევნებზე, დემოკრატი ოპონენტის წინააღმდეგ აქ ტრამპს 1.2-პროცენტიანი უპირატესობა ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG