ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ქიმიაში ორ ქალს გადაეცა


ემანუელა შარპენტიე (მარცხნივ) და ჯენიფერ დუდნა (მარჯვნივ)
ემანუელა შარპენტიე (მარცხნივ) და ჯენიფერ დუდნა (მარჯვნივ)

ქიმიის დარგში ნობელის პრემიას წელს ორი მფლობელი ჰყავს. ის მეცნიერმა ქალებმა, ფრანგმა ემანუელა შარპენტიემ და ამერიკელმა ჯენიფერ დუდნამ მიიღეს. შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის პრესტიჟული ჯილდო მათ ჟიურის სიტყვებით - "გენომის რედაქტირების მეთოდის განვითარებისთვის" - აიღეს.

შარპენტიემ და დუდნამ ერთგვარი გენეტიკური მაკრატელი შექმნეს, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის კოდის შეცვლა. ეს მეთოდი ხელს უწყობს კიბოს და სხვა პრობლემური დაავადებების სრულიად ახალი თერაპიების განვითარებას.

ტექნოლოგიის სახელია “კრისპერი” (CRISPR/Cas9), რომელიც ცხოველების, მცენარეების და მიკროორგანიზმების დნმ-ს უზუსტესი რედაქტირების, მათი მოდიფიცირების საშუალებას იძლევა. "დნმ-ს რედაქტირების შესაძლებლობა იქ, სადაც ამის სურვილი გაქვს, სიცოცხლის მეცნიერებაში მთელი რევოლუციაა" - თქვა დაჯილდოების ცერემონიაზე შვედეთის სამეცნიერო აკადემიის წამომადგენელმა პერნილა უიტუნგმა.

51 წლის შარპენტიე და 56 წლის დუდნა, მეექვსე და მეშვიდე ქალები არიან, ვინც ქიმიის დარგში ნობელის პრემია აიღო. ფულადი ჯილდოს სახით ისინი დაახლოებით 1.1 მილიონ დოლარს გაიყოფენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG