ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ალექსი ნავალნის სისხლში ნამდვილად იყო აკრძალული ქიმიური ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტი.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის კლინიკის დასკვნებს, სადაც ალექსეი ნავალნი ციმბირიდან, 20 აგვისტოს სამკურნალოდ გადაიწყვანეს. გერმანელმა ექიმებმა მალევე დაადგინეს, რომ ის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.
ქიმიური იარათის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნავალნის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება არ არის უშუალოდ აკრძალულ ქიმიურ იარაღთა ჩამონათვალში დაფიქსირიებული სახეობა, მაგრამ არის ახალი და არაოფიციალური ვარიანტი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებებისა.
"ეს შედეგები უკიდურესი შეშფოთების მიზეზია", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, ფერნანდო არიასმა, და წევრ სახელმწიფოებს ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.
დასავლეთის არაერთმა სახელმწიფომ ნავალნის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა გამოაცხადა. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ყველანაირ კავშირს უარყოფს და თავად მოწამვლის ფაქტსაც ეჭვქვეშ აყენებს.
Facebook Forum