საფრანგეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები რეგიონში და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
განცხადება ქვეყნებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც საომარი მოქმედებების შედეგად, გარდაცვლილების რიცხვი დრამატულად გაიზარდა. ასეთი მსხვერპლი რეგიონში 1990-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.
"მოვუწოდებთ სამხედრო მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაპირისპირება", წერია განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების მიერაა ხელმოწერილი. განცხადება ე.წ მინსკის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაკეთდა. სწორედ ეს ქვეყნები არიან ამ ჯგუფის თანათავმჯდომარეები.
"ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, მინსკის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად", ვკითხულობთ განცხადებაში.
ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, განიხილეს ის, თუ როგორ შეუძლია ეუთოს მინსკის გუნდს ჩაერთოს მოლაპარაკებებში და დაეხმაროს მხარეებს პრობლემის აღმოფხვრაში.
რუსეთმა, ასევე, გამოთქვა მზაობა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლოს, მოლაპარაკებების გასამართად.
Facebook Forum