გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავიდა, სადაც პირველი აუდიენცია, NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ჰქონდა.
გენერალურმა მდივანმა პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ალიანსის უსაფრთხოებას სხვადასხვა გზით უწყობს ხელს, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის მხარდაჭერით.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საჰაერო ტრანსპორტის დამატებითი სარადარო მონაცემების გაზიარებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ერთობლივ რეაგირებასა და შავი ზღვის რეგიონში ახალ სამხედრო სწავლებებზე შეთანხმდნენ:
მოგიწოდებთ, განაგრძოთ ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება ნატოსთან დასაახლოვებლად და მოემზადოთ წევრობისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველო უზრუნველყოფს მომდევნო თვეში დაგეგმილი არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე ნატოსთვისიენს სტოლტენბერგი, NATO-ს გენმდივანი
„სასიხარულოა, რომ ნატოს და საქართველოს თანამშრომლობა აქამდე არნახულ ნიშნულზეა. დღეს საქართველოში მეტი ნატოა და ამავე დროს, ნატოში მეტი საქართველოა - უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე.
ბოლო დროს, ჩვენ მეტ ყურადღებას ვუთმობთ შავი ზღვის რეგიონს და საზღვაო პოტენციალის განვითარებას, ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, ასევე სანაპირო დაცვის მხარდაჭერისა და ნატოს ხომალდების მიერ სხვადასხვა პორტში შესვლის გზით.
შეხვედრის დროს ჩვენ ასევე აღვნიშნეთ შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გახარიასთან შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმაკიდევ ერთხე დაადასურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები.
პრემიერთან საუბრისას სტოლტენბერგმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზარმაზარ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„მოგიწოდებთ, განაგრძოთ ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება ნატოსთან დასაახლოვებლად და მოემზადოთ წევრობისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველო უზრუნველყოფს მომდევნო თვეში დაგეგმილი არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე ნატოსთვის“, – ბრძანა ნატოს გენმდივანმა
ალიანსის პირველი პირის აზრით, აუცილებელია საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმების გაგრძელება, ასევე იმ სახის რეფორმების დასრულება, რომელთა მიზანიც „დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებაა“.
ბრიუსელში პრემიერ გახარიასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მეზვრიშვილი იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ასევე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ სხინასს, ევროკომისრებს ვარჰეის და იოჰანსონს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს სასოლისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფონტელეს.
Facebook Forum