ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ანახლებს


cdc
cdc

კოვიდ 19-ით ამერიკაში 200 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 7 მილიონამდე კი დაინფიცირდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კი ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ვირუსის გავრცელება ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების საშუალებით ხდება.

ყველაზე მთავარი რაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თქვა, არის ის, რომ ვირუსის გავრცელება ჰაერით ხდება.

"სიდისი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 2 მეტრიანი დისტანცია, გარკვეულ შემთხვევებში უშედეგოა, რადგან როდესაც ადამიანი მღერის ან ვარჯიშობს, ვირუსის გავრცელების არეალი 2 მეტრს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

"ამ ნაწილაკებს შეუძლიათ შეაღწიონ ცხვირში, პირში, სასუნთქ გზებსა და ფილტვებში, რაც შემდეგ ადამიანის დაინფიცირებას იწვევს. სასუნთქი გზები წარმოადგენს ვირუსის გავრცელების ძირითად გზას,"- წერია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე.

"სიდისი" მოუწოდებს მოსახლეობას, ხშირად გაასუფთაონ ზედაპირები, დაიცვან დისტანცია, ხშირად დაიბანონ ხელები და აუცილებლად ატარონ პირბადე. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციებს ანახლებს დაინფიცირებულთათვისაც. "სიდისი" კოვიდ19-ით ინფიცირებულებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და გამოიყენონ ჰაერის გამწმენდი საშუალებები, რათა მოხდეს ჰაერში ვირუსის რაოდენობის შემცირება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG