ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეკონომიკა არჩევნებამდე რვა კვირით ადრე


შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა კვირით ადრე, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ეკონომიკრი მდგომარეობის შესახებ მსჯელობენ.

ხაზინის მდივანი, სტივენ მნუჩინი აცხადებს, რომ აგვისტოში უმუშევროობის მაჩვენებელი 8.4%-მდე ნიშნულზეა, დამატებით კი 1.4 მლიონი სამუშაო ადგილი შექიმნა. ხაზინის მდივანს მიაჩნია, რომ ეს მაჩვენებლები ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიანიშნებს.

"ჩვენ ფენომენალური მთლიანი შიდა პროდუქტი მესამე კვარტალში გვექნება" - აცხადებს "ფოქს ნიუსთან" საუბრისას მნუჩინი. მაგრამ, ის ადასტურებს, რომ მარტამდე არსებული მდგომაროების აღსადგენად, აშშ-ის ეკონომიკას კიდევ 7.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი სჭირდება. პანდემიამდე, უმუშევრობის მაჩვენებელი, რეკორდულ ნიშნულზე იყო და 3.5%-ს შეადგენდა.

დღეს, მილიონობით დასაქმებული კვლავ უმუშევარია. დამსაქმებლები სამუშაო ადგილებს აუქმებენ. მიმდინარე წელს, 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა, უმუშევრობის კომპენსაცია მიიღო.

მნუჩინი აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკის აღდგენა იწყება და პრეზიდენტ ტრამპის ადმნისტრაცია არ დანებდება იქამდე, ვიდრე თითოეული დაკარგული სამუშაო ადგილი უკან არ დაბრუნდება.

"აბსოლუტური მარცხი და არაკომპეტენტურპობა" - ასე აფასებს პრეზიდენტ ტრამპის კეონომიკურ პოლიტიკას, პანდემიის მიმდინარეობისას, სენატორი კამალა ჰარისი. დემოკრატიული პარტიიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.

"დონალდ ტრამპი, ეკონომიკის მდგომარეობას მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს, თუ როგორ გრძნობენ თავს მდიდარი ადამიანები. ხუთიდან ერთი დედა კი ამბობს, რომ მათი 12 წლამდე შვილები მშივრები არიან" - აცხადებს ტელეკომპანია "სი-ენ-ენეთან" საუბრისას ვიცეპრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი.

ამ ფონზე, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები ვერ თანხმდებიან ახალი დახმარების გაფართოებულ პაკეტზე. ასევე, ვერ თანხდმებიან უმუშევრობის კომპენსაციის რაოდენობასა და მის ხანგრძლივობაზე - როდემდე უნდა გაგრძელდეს ის.

ივლისის ბოლომდე, ეროვნული მთავრობა უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს კვირაში $600 დახმარებას უწევდა. პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, უმუშევროების კომპენსაცია კვირაში $400 უნდა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG