ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები - წარმატებული მოლაპარაკებები და ისტორიული ფრენა


ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გამართული წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელიდან პირველად შესრულდა პირდაპირი ავიარეისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თვითმფრინავი, რომელშიც ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, აბუ დაბიში დაეშვა.

ისტორიული ფრენის დაწყებამდე პილოტმა მგზავრებს სამ ენაზე მიმართა და მათ მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა. თვითმფრინავი, რომლითაც ფრენა შესრულად კომპანია "ესალს" ეკუთვნის და ის აღჭურვილია ანტისარაკეტო დანადგარებით. ფრენას აკონტროლებდნენ ამერიკის და ისრაელის სპეციალური სამსახურები.

წარმატებულ მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა პალესტინელებს გაუგზავნეს გზავნილი, რომ დროა დაიწყოს მოლაპარაკება მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის.

აბუ-დაბიში ისტორიული ფრენიდან მალევე, აეროპორტში განცხადება გააკეთა თეთრი სახლის უფროსმა მრჩევლმა ჯარედ კუშნერმა. მან თქვა, რომ ვაშინგტონს შეუძლია შეინარჩუნოს ორივე ქვეყანასთან ახლო ურთიერთობა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობები რეგიონში მეტ სტაბილურობას შექმნის. აქვე თეთრი სახლის მრჩეველმა პალესტინელებს მიმართა და მოუწოდა, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. "პალესტინელები არ უნდა იყვნენ წარსულში ჩარჩენილები. ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვიდნენ. უნდა იცოდნენენ, რომ მათთვის მზად იქნება მშვიდობა, მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა მაშნვე, როცა ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებისათვის," - თქვა კუშნერმა.

ვიზიტში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ორი მაღალი ოფიციალური პირი ღებულობს. მათთან ერთად იმყოფებიან მაღალი თანამდებობის პირები ისრაელიდან. შეხვედრები ისრაელისა და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის დღეს გაიმართება და მთავარი თემები ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული თანამშრომლობის საკითხები იქნება. განხილვის მთავარი თემა ასევე იქნება პიდაპირი და რეგულარული ავიარეისების შესრულებაც.

ისტორიულ ფრენამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ინციდენტის შესახებ. საუბარია ორ აფეთქებაზე, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა მოგვიანებით, ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ეს გამოწვეული არ ყოფილა რაიმე თავდასხმით და აფეთქება ბუნებრივი აირის გამო მოხდა.

შეთანხმება ისრაელსა და გაერთიანებულ საამიეროებს შორის 13 აგვისტოს შედგა. 20 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იყო. შეწყვეტილი იყო პირდაპირი ავიამიმოსვლაც.

13 აგვისტოს ამერიკის დახმარებით მიღწეული შეთანხმების გამო პალესტინელებმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს და არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილება ღალატად შეაფასეს.

ისტორიული ფრენის შემდეგ განცხადება ტვიტერში გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც დაწერა "ასე გამოიყურება მშვიდობა მშვიდობისთვის." ამავე ტვიტში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მიღწეული შეთანხმება არ ითვალისწინებს 1967 წლის ომის შედეგად ისრაელის საკუთრებაში არსებული მიწის გადაცემას გაერთიანებული საამიროებისთვის.

​ისრაელის ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამენ, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეთანხმება და დაზუსტება თარიღი, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცი ხელს მოაწერენ ოფიციალურად გაფორმებულ შეთანხმებას. როგორც ცნობილია მხარეები ვაშინგტონში სექტემბერში შეიკრიბებიან. ცერემონია თეთრ სახლში სავარაუდოდ ამერიკის პრეზიენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით გაიმართება.

შესაძლოა, ამ შეთანხმების გაფორმება პრეზიდენტ ტრამპისთვის აღმოჩნდეს დახმარება ნოემბრის საპრზიდენტო არჩევნებისთვის.

გაერთიანებული საემიროები რიგით მესამე ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან ურთიერთობას იწყებს და ისრაელის სახელმწიფოს აღიარებს. ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ეგვიპტემ და იორდანიამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG