ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახალ აქციებს აანონსებს და ხმების გადათვლას ითხოვს


ბელარუსში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება დაძაბული რჩება. დღეს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანუსკია ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან ლუკაშენკაზე გაზრდილი ზეწოლის პარალელურად პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში უფრო აქტიური უნდა გახდეს.

მეტიც ციხანუსკაია ამბობს, რომ აქციები უნდა განახლდეს და საარჩევნო კომისიამ ხმები უნდა გადათვალოს. ციხანუსკაიამ ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელ იუთუბზე გააკეთა. რამდენიმე წუთიან ვიდეოში ის ამბობს, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ათასობით ადამიანი დარწმუნებულია რომ არჩევნები გაყალბდა. მასშტაბურ საპროტესტო აქციების დროს არაერთი შეტაკება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

"ბელარუსები აღარასოდეს მოინდომებენ ძველ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას. მოდი დავიცვათ ჩვენი არჩევანი. ნუ დარჩები ზღვარზე. მათ ჩვენი ხმები უნდა მოისმინონ,"- ამბობს იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში ციხანუსკაია.

საპროტესტო აქციები ბელარუსში მეექვსე დღეა გრძელდება და აქციის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG