ოთხშაბათს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ორ კვირაში “კოვიდ-19”-ის პირველი პარტია, ზოგიერთი ექიმისთვის მზად იქნება და “უნიადაგო” უწოდა ზოგიერთი ექსპერტის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რომ მოსკოვის მიერ წამლის სწრაფად დამტკიცება შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს.
სამშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ორ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში ადამიანებზე გამოცდის შემდეგ, “კოვიდ-19”-ის ვაქცინა რეგულაციის დონეზე დაამტკიცა.
ვაქცინის ბოლო გამოცდები ჯერ არ დასრულებულა. კლინიკური ცდების მხოლოდ 10 პროცენტი იყო წარმატებული და ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე მაღლა აყენებს.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ ოთხშაბათს განაცხადა: “როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი კოლეგები რუსული წამლის კონკრეტულ, კონკურენტულ უპირატესობებს გრძნობენ და ცდილობენ გამოთქვან მოსაზრებები, რომელიც, ჩვენი აზრით, სრულიად უნიადაგოა”.
მან თქვა, რომ შეიძლება მოსკოვის გამალეის ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა, მოხალისეობის საფუძველზე ადამიანებს, მათ შორის ექიმებს გაუკეთონ და ის მალე მზად იქნება.
“პირველ რიგში ექიმებისთვის განკუთვნილ, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამედიცინო ვაქცინის პირველ პაკეტებს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ”, თქვა მურაშკომ.
გამალეის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე გინზბურგმა თქვა, რომ შესაძლოა კლინიკური გამოცდების შედეგები, რუსეთის ექსპერტების მიერ შეფასების შემდეგ გამოქვეყნდეს.
მან თქვა, რომ დეკემბერ-იანვარში, რუსეთი თვეში 5 მილიონი დოზის დამზადებას გეგმავს.
ყაზახეთის პრეზიდენტის კანცელარიამ გამოაცხადა, რომ თვის ბოლოს მოსკოვში ოფიციალური პირების გაგზავნას გეგმავს, რათა ვაქცინის შესაძლო მიწოდების საკითხი განიხილონ.
Facebook Forum