ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"TikTok" ამერიკაში დარჩენის გზებს ეძებს


პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ეძებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ აშშ-ში ოპერირების საშუალება კვლავ ჰქონდეს. ამის შესახებ უფროსი აღმასრულებლის, ჩჟან იმინომის ოფიციალურ წერილშია საუბარი.

პეკინში ბაზირებულ კომპანია „ByteDance”-ს, ვაშინგტონი TikTok-ის გაყიდვისკენ მიუთითებს. მიზეზი კომპანიის ჩინეთს მთავრობასთან კავშირია, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკის მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის კონფიდეციალურობას.

„ფოქს ნიუსთან“ საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ ნაბიჯებს მომდევნო დღეებში გადადგამს. სააგენტო „როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა, ჩინურ კომპანიას, ამერიკულ „მაიკროსოფტთან“ მოლაპარაკებებისთვის 45 დღე მისცა.

ამასთან ერთად, „მაიკროსოფტის“ ინფორმაციით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის საუბარი შედგა. „მაიკროსოფტი მზადაა გააგრძელოს დისკუსიები, “TikTok”-ის შეძენასთან დაკავშირებით - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ბლოგპოსტში.

TikTok-ის მფლობელი კომპანია კი აცხადებს, რომ აპლიკაციის გაყიდვასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან ამტკიცებს, რომ აპლიკაციის მომხმარებელთა უსაფრთხოება დაცულია, კომპანია კი ჩინეთის მთავრობისგან დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მომხმარებელების მონაცემთა უსაფრთხოებას - პლატფორმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალეა“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ "მაიკროსოფტის" მიერ "ტიკ-ტოკის" შეძენის წინააღმდეგი არ იქნება და თუ გაყიდვა არ მოხდება, 15 სექტემბერს ამ აპლიკაციის შეერთებულ შტატებში გამოყენებას აკრძალავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG