ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგში პანდემიის საბაბით არჩევნები გადაიდო


ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლემმა პარასკევს განაცხადა, რომ 6 სექტემბერს დანიშულ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს გადადებს. მიზეზი კი, როგორ თავად თქვა, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდაა. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს პრო-დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც ამ არჩევნებში ხმების მოგროვებას აპირებდა.

ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ისტორიულ უპირატესობას მოიპოვებდა და საკანონმდებლო საბჭოში ხმების უმრავლესობას მიიღებდა. საბჭოში მხოლოდ ნახევარს ირჩევს ხალხი, ნახევარი კი პირდაპირ ინიშნება. კანდიდატებს შორის ძირითადად პეკინის მომხრეები არიან ხოლმე.

ლემის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 12 პრო-დემოკრატი კანდიდატი არჩევნებიდან მოხსნეს. არსებობდა იმის შიში, რომ დემოკრატები ადგილებს აიღებდნენ და ახალ, უსაფრთხოების კანონს გაასაჩივრებდნენ.

ლემის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც მას ბოლო 7 თვის განმავლობაში მიუღია. არჩევნები დაახლოებით ერთი წლით გადაიდო, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG