ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა პირველად აღიარა ქვეყანაში კოვიდ-19-ის არსებობა


სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცი, რომელსაც სეული გაუპატიურების ბრალდებით ეძებს, სავარაუდოდ, საზღვარზე გადაიპარა. მან მოახერხა მესაზღვრეების შეუმჩნევლად საზღვრის გადაცურვა და ჩრდილოეთ კორეაში გადასვლა.

24 წლის მამაკაცმა, სამხრეთში თავშესაფარი 2017 წელს მოითხოვა. მოგვიანებით მას ბრალად ჩრდილოეთიდან გაქცეული მეორე პირის გაუპატიურება ედება. ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება, მან განგვას კუნძულიდან, მდინარე ჰანის გადაკვეთით მოახერხა.

ჩრდილოეთში აცხადებენ, რომ სწორედ ამ პირმა შეიტანა ქვეყანაში კორონავირუსი. თუმცა სამხრეთ აცხადებს, რომ ეს პირი არ ყოფილა კორონავირუსის პაციენტად ან მათთან კონტაქტში მყოფად რეგისტრირებული.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეამ ახალი კორონავირუსის პანდემიის არსებობა აღიარა. ჩრდილოეთ კორეამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასაზღვრო ქალაქ კაესონგში კარანტინი გამოაცხადა, იქ სადაც სამხრეთში გაქცეული პირი იპოვეს.

ჩრდილოეთ კორეა ამ დრომდე აცხადებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ იყო გავრცელებული. ახლა კი ფხენიანი, ქვეყანაში ვირუსის შეტანას სამხრეთს აბრალებს.

ჩრდილოეთ კორეას ჩინეთთან 1400 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს. მართალია ჩრდილოეთმა საზღვარი ოფიციალურად თებერვალში ჩაკეტა, მაგრამ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის გრძელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG