დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი, ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებების პრობლემების მოსაგვარებლად და ნახშიროჟანგის გამოყოფის შესამცირებლად 2 ტრილიონ დილარს დახარჯავს.
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მისი კლიმატური ცვლილებების გეგმა, რომელიც სამშაბათს გამოაქვეყნა, ასევე გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გეგმის ფოკუსი კი იქნება ქვეყნის ინფრასტრუქტურის განახლება ენერგო-ეფექტური შენობებითა და ელექტრო მანქანებით.
"არაფერია იმაზე უფრო შედეგობრივი გამოწვევა მომავალი ათწლეულისთვის, როგორ კლიმატის კრიზისი. შეუმოწმებლად დატოვებული, ის პირდაპირ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისა და ჩვენი გადარჩენის საკითხში", თქვა ბაინდემა.
ბაიდენის გეგმა, ასევე, მოიცავს წახალისებას ამერიკის სამანქანო ინდუსტრიისთვის, რათა ქვეყანაში მეტი ელექტრო მანქანის წარმოება დაიწყოს. ისინი გარემოს ნაკლებად აბინძურებენ და ეკო-მეგობრულები არიან.
Facebook Forum