პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მზადაა გადამჭრელი გადაწყვეტილებით “ჰუავეი” ბრიტანეთის 5G-ზე არ დაუშვას. ამ ნაბიჯით ის პეკინის უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ მიიღებს მოწონებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გავლენას ებრძვის.
შეერთებული შტატები ჯონსონზე ზეწოლას ახდენდა, რათა მას შეეცვალა იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც “ჰუავეის” ბრიტანეთის 5G ქსელში შეზღუდული როლი ექნებოდა. იმავდროულად, ლონდონი შეშფოთებული იყო ჰონგ-კონგში მიმდინარე რეპრესიებით და იმის გაცნობიერებით, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ სრული სიმართლე არ გაამხილა.
ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ჯონსონის თავმჯდომარეობით, “ჰუავეის” საკითხის განსახილველად სამშაბათს შეიკრიბება. მედიის მდივანი ოლივერ დოუდენი, გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატას იმავე დღეს აცნობებს.
ბრიტანეთის პოლიტიკის ცვლილების საბაბად, ჩიპების ტექნოლოგიაზე ახალი ამერიკული სანქციები სახელდება, რომლებიც - როგორც ლონდონი ამბობს - გავლენას მოახდენს “ჰუავეის” შესაძლებლობაზე, მომავალში საიმედო მომწოდებლად დარჩეს.
Facebook Forum