ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპერი კანიე უესტი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის


ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, უქმეებზე გამოაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

უესტმა განცხადება „ტვიტერზე“ გააკეთა და თქვა, „ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვის გაერთიანებით და ჩვენი მომავლის აშენებით. მე კენჭს ვიყრი ამერიკის პრეზიდენტობაზე.“ ამ განცხადების გამოქვეყნებასთან ერთად, უესტმა ახალი ჰეშტეგი დაიწყო #2020VISION.

ჯერ-ჯერობით უცნობია სერიოზულია, თუ არა რეპერის განცხადება და შეიტანა, თუ არა მან სათანადო საბუთები საარჩევნო უწყებაში. ბიულეტენებზე დამოუკიდებელი კანდიდატის დამატებისთვის დადგენილი ვადა ბევრ შტატში ჯერ არ გასულა.

უესტი და მისი მეუღლე, რომელიც ასევე პოპულარული მომღერალი კიმ კარდაშიანია, პრეზიდენტ ტრამპის აქტიური მხარდამჭერები არიან. ისინი პრეზიდენტს არაერთხელ შეხვედრილან.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანიე უესტს ოვალურ ოფისში შეხვდა, 11 ოქტომბერი, 2018 წელი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანიე უესტს ოვალურ ოფისში შეხვდა, 11 ოქტომბერი, 2018 წელი

ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელმაც უესტს მხარდაჭერის პირობა მისცა „ტესლას“ დამფუძნებელი მილიარდერი ელონ მასკია. მან რეპერის განცხადება მოიწონა და „ტვიტერზე“ დაწერა: “ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს!“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG