ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
"მივესალმებით მიმდინარე კვირაში საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებებს საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, მათი მიღებით და აღსრულებით. ყოჩაღ მათ," - თქვა მაიკ პომპეომ.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი განცხადებაა, რომელიც პომპეომ პირარდად გააკეთა საქართველოს შესახებ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმესნით მიღების შემდეგ, ორშაბათს განცხადება გაავრცელა.
მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები ასევე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
ორშაბათს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ისინი ვინც ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
შემოდგომაზე არჩევნები 120/30 სისტემით გაიმართება. 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება 120 კი პროპორციული სიით განაწილდება.
Facebook Forum