ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში კორონავირუსის ელიმინაციის შესახებ გამოაცხადა


ორშაბათს, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა გამოაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ახალი კორონავირუსის გავრჩელება აღმოფხვრა.

არდერნის განცხადება, ჯანდაცვის გენერალური დირექტორის, ეშლი ბლუმფილდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პირის განკურნების შემდეგ, ახალ ზელანდიაში “კოვიდ-19”-ის ახალი აქტიური შემთხვევები აღარ არის.


ბლუმფილდმა თქვა, რომ ბოლო შემთხვევის აღრიცხვის შემდეგ 17 დღე გავიდა და თებერვლის ბოლოდან პირველადაა, რომ ქვეყანაში აქტიური შემთხვევები არ არის.

არდერნმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით არბილებს მარტიდან დაწესებულ ოთხ-საფეხურიან კარანტინის სისტემას, რომელიც პირველ საფეხურზე დაეშვება. გაუქმდება შეზღუდვები საჯარო შეკრებებზე და სავალდებულო სოციალური დისტანცირება, ახალი ზელანდიის საზღვრები კი საერთაშორისო მოგზაურობისთვის ჩაკეტილი დარჩება.


ახალ ზელანდიას, თავის 5 მილიონიან მოსახლეობაში, ვირუსით ინფიცირების 1154 დადასტურებული და გარდაცვალების 22 შემთხვევა ჰქონდა.

ბოლო შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ახალი ზელანდიის რაგბის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ, ახალი სეზონის გამხსნელი თამაშებისთვის, კვირის ბოლოდან გულშემატკივრებს სტადიონებზე შეუზღუდავად დაუშვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG