ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი ჩინეთს მიმართავს და ეუბნება, რომ ჰონგ-კონგს არ მიატოვებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ამბობს, რომ მისი ქვეყანა მარტოდ არ დატოვებს ჰონგ-კონგის ხალხს. პრემიერის თქმით, თუ ჩინეთის მიერ ინიცირებული ეროვნული უსაფრთოების კანონი ძალაში შევა, ეს იქნება 1984 წლის ხელშეკრულებით, ჩინეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო მოვალეობების საწინააღმდეგო ქმედება.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს ჩინეთს უკან დაიხიოს და არ მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ-კონგისთვის, ვინაიდან ის რისკის შემცველია და გაანადგურებს აზიის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაწილის ეკონომიკას, ისევე, როგორც ჩინეთის რეპუტაციას.

ჰონგ-კონგელები ჩინეთის ინიცირებულ კანონს აპროტესტებენ
ჰონგ-კონგელები ჩინეთის ინიცირებულ კანონს აპროტესტებენ

"ჰონგ-კონგი წარმატებულია, რადგან მისი ხალხი თავისუფალია", წერს ჯონსონი ლონდონის ერთ-ერთ გაზეთ "თაიმსში". "თუ ჩინეთი არ გაჩერდება, ეს იქნება პირდაპირი კონფლიქტი მის მოვალეობებთან, რომელიც მას დაკისრებული აქვს ხელშეკრულებით და რომელიც ლეგალურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკავშირებს მას", თქვა ჯონსონმა.

პრემიერის თქმით, ბევრი ჰონგ-კონგელი შიშობს, რომ მათი ცხოვრების წესი, ახლა ჩინეთის გამო საფრთხეშია.

ჩინეთის პარლამენტმა ხუთშაბათს, 28 მაისს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. ჰონგ-კონგის მოსახლეობისა და დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტები, ისევე როგორც დასავლური სახელმწიფოები, შიშობენ, რომ ეს ჰონგ-კონგის თავისუფლებებს შეზღუდავს და ასევე საფრთხეს შეუქმნის მისი, როგორც ფინანსური ჰაბის, ფუნქციონირებას.

კანონი გააკრიტიკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ უსაფრთხოების წინაააღმდეგობრივი კანონი ჰონგ-კონგის ხალხისთვის ტრაგიკულია და ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიის დაცვის დაპირებას არღვევს. მან თქვა, რომ ჩინეთის მთავრობა “ამ ქალაქის ხანგრძლივ და ძალიან ამაყ სტატუსს აკნინებდა”.

მსოფლიოს დაახლოებით 200-მა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ახალი კანონი “აღმაშფოთებელი დარღვევაა” იმ ერთობლივი დეკლარაციისა, რომლითაც ყოფილი ბრიტანული კოლონია 1997 წელს ჩინეთს დაუბრუნდა და მოწყობის ჩარჩოებით “ერთი ქვეყანა, ორ სისტემას” ითვალისწინებდა.

კანონის ინიცირების დღიდანვე, ათასობისთ ადამიანი გამოვიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში და აპროტესტდება მას. მათი აზრით, ეს კანონი მათ თავისუფლებას ლახავს და ჩინეთის ინტერესებს ემსახურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG