ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ით 600 მედდა დაიღუპა და 450 000 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაინფიცირდა


ახალი კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში 600 მედდა ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ექთნების საერთაშორისო საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 450 000 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა.

საბჭოს ინფორმაციით მხოლოდ ერთ თვეში კოვიდ19-ით დაღუპული მედდების რაოდენობა გაორმაგდა. მონაცემები მსოფლიოს 30 ქვეყანას მოიცავს.

"ბოლო ორ თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაღუპული მედდების რაოდენობა 100-დან 600-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რაოდენობა შეადგენს 450 000-ს,"- ამბობენ ექთნების საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლები საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს.

ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რადგან მონაცემებს საბჭო ყველა ქვეყნიდან ვერ იღებს, ინფორმაციის ნაწილი კი დამუშავების პროცესშია. თუმცა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების 7% სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

ექთნების საერთაშორისო საბჭოში ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი​, რადიკალურად განსხვავდება. მაგალითისთვის, სინგაპურში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების სრული რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ხოლო ირლანდიაში მათი რიცხვი 30%-ს აჭარბებს. საბჭოში ამბობენ, რომ ესპანეთში და გერმანიაში, ყველაზე მცირე მაჩვენებელი დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაღუპული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG