საქართველოში Covid-19-ის გავრცელების, პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შეხთხვევიდან, ზუსტად ორი თვის თავზე, რიგით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა:
"ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით – გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანება ჰქონდა. სამწუხაროდ, ყველა ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“ლევან რატიანი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
„მამაკაცი, რომელზეც გუშინ ვამბობდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით – გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანება ჰქონდა. სამწუხაროდ, ყველა ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო“ – აღნიშნა ექიმმა ლევან რატიანმა.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საქართველოში 4 აპრილს გარდაიცვალა. 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. იგი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს.
მეორე პაციენტი, 81 წლის ქალი, 5 აპრილს ასევე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე კი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა.
მესამე 86 წლის ქალი, 7 აპრილს გარდაიცვალა. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო და რეანიმაციაში იწვა.
მეოთხე გარდაცვლილი პაციენტი ქობულეთის კლასტერიდან იყო. კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმში, კლინიკა მედალფაში 8 აპრილიდან მკურნალობდა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
22 აპრილს გარდაცვლილი კორონავირუსით ინფიცირებული რიგით მე-5 პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. 68 წლის მამაკაცი ბოლნისის კლასტერიდან იყო და ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა
დღესვე, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის ჰოსპიტალში, კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ქალბატონს Covid-19 11 აპრილს დაუდასტურეს, თუმცა, ის სახლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, ჰოსპიტალში 20 აპრილს გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
Facebook Forum