ირანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური ხელშეკრულება დატოვოს, თუ ევროპული ქვეყნები ირანის საკითხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადასცემენ.
1968 წელს დადებული ხელშეკრულება, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, მთავარი ბერკეტი იყო, რომელიც ბირთვულ შეირაღებას აკონტოლებდა. შეთანხმების ნაწილია, ასევე, 2015 წელს დადებული საერთაშორისო პაქტი, რომელსაც ირანმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი. ამ უკანასკნელის მიხედვით, ირანს მოეხსნებოდა ეკონომიკური სანქციები ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების დაწესების სანაცვლოდ.
ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივ განცხადებაში თქვა, რომ ირანმა, გასულ კვირას, დაარღვია 2015 წლის პაქტი. პასუხად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: "თუ ეროპელები განაგრძობენ არასათანადო ქცევას, ან ირანის საქმეს უშიშროების საბჭოს გადასცემენ, მაშინ ჩვენ დავტოვებთ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალურ ხელშეკრულებას", განაცხადა ჯავად ზარიფმა.
კითხვები იმაზე, თუ რა ბედი ეწევა 2015 წლის შეთანხმებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, ამერიკამ ის დატოვა და ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა. ირანმა ამერიკის ამ ნაბიჯს, საკუთარი ვალდებულებების შეცვლით უპასუხა. თუმცა, თეირანი პარალელურად აცხადებს, რომ სურს ამ შეთანხმების გადარჩენა.
Facebook Forum