ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ბოლტონი თანამდებობიდან გადააყენა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"გუშინ საღამოს, ჯონ ბოლტონს შევატყობინე, რომ მისი სერვისი აღარ გვჭირდება თეთრ სახლში. მკაცრად არ ვეთანხმებოდი მისი შემოთავაზებების უმეტესობას, ისევე, როგორც სხვები - ადმინისტრაციაში. ამიტომაც ვთხოვე ჯონს, რომ გადამდგარიყო", ნათქვამია ტრამპის "ტვიტში".

იმავე სოციალურ ქსელზე გამოეხმაურა თავის გადაყენებას ბოლტონიც: "გუშინ საღამოს შევთავაზე პრეზიდენტ ტრამპს, რომ გადავდგებოდი. მან მითხრა, მოდი, ამაზე დილით ვისაუბროთო".

ახალ კანდიდატურას, მრჩევლის თანამდებობაზე, ტრამპი მომავალ კვირას წარადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG