ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ირანი „თითქმის დარწმუნებითაა“ პასუხისმგებელი არაბეთის გაერთიანებული სამეფოების სანაპიროზე ნავთობის ტანკერებზე თავდასხმაზე, თვის დასაწყისში. აბუ დაბიში ვიზიტით ყოფნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ტანკერები საზღვაო ნაღმებით იქნა აფეთქებული, თუმცა მას ამის მტკიცებულება არ წარუდგენია. ირანი უარყოფს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დაიძაბა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ნავთობის ექსპორტის შესაზღუდად ზომები მიიღო. ტრამპის მიზანი ირანზე ზეწოლაა, რათა თეირანმა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ქცევა შეცვალოს. ტრამპა ამ მიზნით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გადაწვეტილება მიიღო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ბოლტონსა და სხვებს აგრესიულ ქმედებებში ბრალს დებს და აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება, განაახლოს სანქციები ირანის წინააღმდეგ, „ეკონომიკურ ტერორიზმს“ წარმოადგენს.
Facebook Forum