ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯონსონ ენდ ჯონსონს" $572 მილიონი ჯარიმა დაუწესდა


ოკლაჰომის გენერალური პროკურორი ბრედ ბექუორთი ბრალს უყენებს "ჯონსონ ენდ ჯონსონს."
ოკლაჰომის გენერალური პროკურორი ბრედ ბექუორთი ბრალს უყენებს "ჯონსონ ენდ ჯონსონს."

ოკლაჰომის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, ოპიოიდების კრიზისის გაღრმავებისთვის, ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა "ჯონსონ ენდ ჯონსონმა" შტატს ჯარიმა - 572 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. არ არის გამორიცხული, ანალოგიური მუხლით, ოპიოიდების მწარმოებელი კომპანია სხვა შტატებშიც გასამართლდეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოპიოიდებზე დამოკიდებულება ეროვნული ჯანდაცვის კრიზისად გამოაცხადა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების გამო, ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში 400 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ოკლაჰომის შტატში ოპიოიდების გამოყენებას 10 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი უკავშირდება. პირველადი თანხა, რომელსაც ოკლაჰომის შტატის გენერალური პროკურორი ბრედ ბექუორთი კომპანიისგან ითხოვდა, 17 მილიარდი იყო.

"ჯონსონ ენდ ჯონსონი" განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ის პირველი ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ოპიოიდების არასწორი რეკლამირების გამო, ჯარიმა დაუწესდა. მსგავს გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებდა რამდენიმე სხვა კომპანიაც. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო "პერდიუ ფარმა", რომელმაც საქმე საპროცესო შეთანხმებით დაასრულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG