შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ოპიოიდების კრიზისზე გააკეთებს განცხადებას, მოსალოდნელია, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ოპიოიდების მოხმარებით შეერთებულ შტატებში დღეში, საშუალოდ, 175 ადამიანი იღუპება.
როგორც ჟურნალისტებს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განუმარტეს, პრეზიდენტის ინიციატივა შტატებს ფინანსების გამოყენებაში მეტ მოქნილობას მიანიჭებს.
ტრამპი საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერს ხელს, რომელიც ჯანდაცვის დეპარტამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ოპიოიდების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას დაავალებს.
საარჩევნო კამპანიისას ტრამპმა პირობა დადო, რომ ოპიოიდების მოხმარებასთან ბრძოლას მისი მთავრობის პრიორიტეტად აქცევდა.
Facebook Forum