ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა კლივლენდში მიმდინარე რესპუბლიკელთა ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე, დონალდ ტრამპს მხარი გარკვევით არ დაუჭირა. კრუზი რამდენიმე ხნის წინ საპრეზიდენტო მარათონში პრეზიდენტობის ახლა უკვე რესპუბლიკელთა ნომინაციის მფლობელის -დონალდ ტრამპის- მთავარი მეტოქე იყო. დარბაზში შეკრებილი ტრამპის მხარდამჭერები მის გამოსვლას სტვენით და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ.
“ვინც მისმენთ, გთხოვთ, ნუ დარჩებით შინ” 8 ნოემბერს - თქვა ტეხასის შტატის სენატორმა. “არჩევანი საკუთარი გონების კარნახით გააკეთეთ. კარგად აწონ-დაწონეთ კანდიდატები და ხმა მიეცით იმას, ვისაც ჩვენი თავისუფლებების დაცვას და კონსტიტუციის ერთგულებას ანდობთ” - განაცხადა მან.
ამავე თემაზე
პოპულარული
1