დღეს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, ე.წ. კონვენცია გაიხსნა. ის რამდენიმე დღე გასტანს. მოელიან, რომ კვირის ბოლოსკენ პარტია დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებს.
დღეს კონვენციის მთავარ თემად ეროვნული უსაფრთხოება და იმიგრაცია შეირჩა. სპიკერებს შორის არიან ტეხასის შტატის ყოფილი გუბერნატორი რიკ პერი, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში დაღუპული ერთ-ერთი ამერიკელის დედა, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი და საემიგრაციო რეფორმების რამდენიმე მომხრე.