ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშაბათს კლივლენდში რესპუბლიკელები ეკონომიკაზე იმსჯელებენ


რესპუბლიკური პარტიის კონვენცია სამშაბათს ყურადღებას ეკონომიკის საკითხებზე გადართავს. წინა დღით მელანია ტრამპმა აუდიტორიას უთხრა, რომ მისი მეუღლე დონალდი „განსაცვიფრებელი ლიდერია“ და ერთადერთია, ვისაც შეერთებულ შტატებში ცვლილებების განხორციელება შეუძლია.

მელანია ტრამპის სიტყვამ კითხვები წარმოშვა, ძალიან ჰგავდა თუ არა მისი სიტყვა მიშელ ობამას მიერ, 2008 წელს დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე წარმოთქმულ სიტყვას.

სამშაბათს, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, სიტყვით რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ცნობილი ფიგურები გამოვლენ, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატები, კრის კრისტი და ბენ კარსონი.

XS
SM
MD
LG