ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკეინი და მენენდესი ტრამპის კომენტარებს აკრიტიკებენ


რესპუბლიკელთა კონვენციის დაწყების წინ ამერიკის ორმა გავლენიანმა სენატორმა სამხრეთ კორეის მთავრობას მოუწოდეს, არ მიიღოს სერიოზულად დონალდ ტრამპის მიერ აზიის პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები. ესენი არიან სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და სენატის საგარეო ურთიერთობების ყოფილი თავმჯდომარე, დემოკრატი რობერტ მენენდესი.

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ხუთშაბათს სავარაუდოდ ნომინაციის ოფიციალური მფლობელი გახდება, ამერიკას იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან დიდი ხნის წინ დამყარებული უშიშროების პაქტის გადახედვისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების სენატორების განცხადება სამხრეთ კორეულ გამოცემებში ორივე - ინგლისურ და კორეულ ენებზე გამოქვეყნდა. მასში ტრამპი უშუალოდ დასახელებული არ არის, არამედ საუბარია ზოგადად საპრეზიდენტო კანდიდატებზე.

XS
SM
MD
LG