ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურორების განცხადება უკრაინაში ჩამოგდებულ MH17-ზე


ჰოლანდიელი პროკურორების განცხადებით, უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის MH17-ის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაში წინსვლაა და საბოლოო დასკვნა რამდენიმე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი. საუბარია გამოყენებულ იარაღზე და სროლის ზუსტ ადგილზე.

ავიალაინერი 2014 წლის 17 ივლისს რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. მასზე 298 ადამიანი დაიღუპა, რომელთა ორი მესამედი ჰოლანდიის მოქალაქე იყო. პირველადი მონაცემებით, ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი რუსეთში დამზადებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG