ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკიდან სირიის ჰუმანიტარული დახმარება შეყოვნდა


ოფიციალური ცნობით, სირიის 20 ქალაქისთვის განკუთვნილი ამერიკული დახმარება, რომელიც საკვების და სხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთისგან შედგებოდა, საბრძოლო ქმედებების გამო შეყოვნდა. სირიის მთავრობა ოპოზიციური ჯგუფების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ბრძოლებს აგრძელებს.

შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს მოუწოდებს ჰუმანიტარული ტვირთის საჰაერო მიწოდება უზრუნველყოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჯერჯერობით ამის საჭიროებას ვერ ხედავს და სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის თემაზე მსჯელობას უშიშროების საბჭოს მომდევნო სხდომაზე გეგმავს.

XS
SM
MD
LG