ამერიკის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ცხრა სოფელი დღეს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. იერიში სამშაბათს დაიწყო. მისი მიზანი ისლამისტების მიერ კონტროლირებული ქალაქ მანჯიბის გათავისუფლებაა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ამერიკამ ქალაქ მანჯიბშიც განახორციელა საჰაერო იერიშები. ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა 15 სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი.
იერიშში წამყვანი შენაერთი სირიის დემოკრატიული ძალებია, რომლებიც ქურთული დაჯგუფებების ალიანსია. მათთან ერთად 200-ზე მეტი ამერიკელი სპეც-დანიშნულების ჯარისკაცი იბრძვის. ეს ტერიტორია უკვე დიდი ხანია ვაშინგტონის სამიზნეს წარმოადგენს, რადგან ის ჯიჰადისტების სირიაში ჩასასვლელი ერთ-ერთი მარშრუტია.
პოპულარული
1