ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევერესტზე სეზონი გაიხსნა


მათ შორის, ვინც ევერესტის მწვერვალი დღეს გამთენიისას დაიპყრო, ორი ბრიტანელი და ერთი მექსიკის მოქალაქეა. ბოლო ორი წლის მანძილზე ეს უცხოეთიდან ჩასული ერთადერთი სამეულია, რომელმაც 8 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დედამიწის უმაღლეს პიკს მიაღწია. მათ სამი ნეპალელი მეგზური ეხმარებოდა.

გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ევერესტის ფერდობზე გაშლილ საბაზო ბანაკში 19 მთამსვლელი ტრაგიკულად დაიღუპა, რამაც პიკზე მთელი სეზონის ჩავარდნა გამოიწვია. მანამდე კი, ერთი წლით ადრე, მწვერვალი ისედაც დახურული იყო, რადგან 2014 წელს მომხდარი ზვავის შედეგად იქ 16 მეგზური დაიღუპა.

XS
SM
MD
LG