ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს გლობალურ საფრთხედ აღიქვამენ


დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა მსოფლიოს რიგით მეექვსე უმსხვილესი საფრთხეა - აცხადებს ეკონომიკის კვლევის ბრიტანული ორგანიზაცია "ი-აი-იუ" (EIU).

გლობალური რისკების სიის სათავში ორგანიზაცია ჩინეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს. ამას მოჰვება რუსეთის აგრესია უკრაინაში და სამხედრო ოპერაციები სირიაში, რომლებიც ახალი „ცივი ომის“ დაწყების საფრთხეს ქმნის. შემდეგ საშიშროებად განვითარებად ქვეყნებში კორპორაციული საკრედიტო კრიზისი და ევროკავშირში არსებული დანაწევრიანება სახელდება.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, „ი-აი-იუ“ აცხადებს, რომ მისი აგრესიული დამოკიდებულებით თავისუფალი ვაჭრობის მიმართ, განცხადებებით ტერორისტების ოჯახის წევრების მოკვლასთან დაკავშირებით და სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების მზაობით, ასევე მექსიკისა და ჩინეთის მარგინალიზაციით, ტრამპი მსოფლიოში სავაჭრო ომების დაწყების საფრთხეს ქმნის, რაც გლობალური ტერორიზმის გაძლიერების შეუწყობს ხელს.

ბრიტანულ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა დაბალია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, მისი გლობალურ უსაფრთხოებაზე გავლენა ძალიან დიდი იქნება.

XS
SM
MD
LG