რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გუშინ ოთხ შტატში გამართული პრაიმერებიდან სამში გაიმარჯვა. მათ შორის იყო ფლორიდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ციკლში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტატად ითვლებს. ფლორიდის სენატორმა და საპრეზიდნეტო კანდიდატმა მარკო რუბიომ საკუთარ შტატში წაგების შემდეგ საარჩევნო კამპანია შეწყვიტა.
ერთი შტატი, რომელშიც ტრამპმა ვერ გაიმარჯვა ოჰაიო იყო. ტრამპის ერთ-ერთი ოპონენტი ჯონ კეისიკი, რომელმაც შტატის მხარდაჭერა მოიპოვა, ოჰაიოს გუბერნატორია.
ტრამპმა ფლორიდაში მეორე ადგილზე გასულ რუბიოს 19 პროცენტით აჯობა. ჩრდილოეთ კაროლინასა და ილინოისში კრუზმა მხარდამჭერების მობილიზება შეძლო და ტრამპის დაწინაურება უმნიშვნელო იყო. მისურის შტატში კი ტრამპსა და კრუზს შორის ხმების განსხვავება იმდენად პატარაა, რომ შტატის პრაიმერების შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა.
დემოკრატების მხარეს, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ოთხივე შტატში დაამარცხა და მას მოპოვებული დელეგატების ხმების რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწრო.
პოპულარული
1