ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი თვლის, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ბირთვულ შეთანხმებას არ არღვევს


ბალისტიკური რაკეტები და მათი გამოცდა, რომელიც ამ კვირის მანძილზე განხორციელდა, გასულ წელს მსოფლიოს ექვს სახელმწოფოს შორის მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას არ არღვევს - აცხადებს ირანი. სახელმწიფო მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის ჰოსეინ ჯაბერი-ანსარის განმარტებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პროგრამა თავდაცვითი ხასიათისაა და ის კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო რამდენიმე სარაკეტო გამოცდის გამო, რომელიც სამშაბათს და ოთხშაბათს განხორციელდა. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკა ამ ფაქტს შეისწავლის და “საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს, გაერო იქნება ეს, თუ ცალმხრივი პასუხი”. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საკითხი ირანელ კოლეგა ჯავად ზარიფთან ოთხშაბათს საღამოსვე წამოჭრა, აღნიშნავს ჯონ კირბი.

XS
SM
MD
LG