ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ბალისტიკური პროგრამის წინააღმდეგ მიმართულ ახალ ამერიკულ სანქციებს უკანონო უწოდა.
სამინისტროს პრეს მდივანმა ჯაბერ ანსარიმ დღეს განაცხადა, რომ ირანი ამას ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ძალისხმევის გაძლიერებით და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდით უპასუხებს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს „მტკიცედ“ დაიცავს.