ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია


სუ-35 ტიპის რუსეთი სამხედრო თვითმფრინავი
სუ-35 ტიპის რუსეთი სამხედრო თვითმფრინავი

თურქეთის განცხადებით, რუსეთის ერთმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დააღვია. ორმა თურქულმა F-16 ტიპის თვითმფრინავმა რუსი პილოტი ქვეყნიდა ესკორტით გააცილა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი შაბათს მოხდა. სამინიტრო იუწყება, რომ მოსკოვი გააფრთხილა, რომ მომავალში ნებისმიერი სახის არასასურველი შედეგი, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს, მთლიანად რუსული მხარის პასუხისმგებლობა იქნება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვიდეო განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და რუსეთის მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაციასა და რუსული თვითმფრინავის მიერ „თურქეთის საჰაერო სივრცის მიუღებელ დარღვევაზე“ ესაუბრა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის საელჩომ თურქეთში ფაქტი დაადასტურა და დასძნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით თურქულ მხარეს ახსნა-განმარტებაც გაუგზავნა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლა ისედაც მაღალი რისკის შემცველ სიტუაციაში რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშებს აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ძალებმა დღეს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ცხრა იერიში მიიტანეს და დაჯგუფების სამიზნეები ჰამაში, ჰოლმსში, ლატაკიასა და იდლიბში დაბომბეს.

დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ამ ოპერაციის სამიზნე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ოპოზიციაა და არა ისლამური სახელმწიფო.

XS
SM
MD
LG