წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობას ახალ მითითებებს აძლევენ. ყირიმში „რუსული უკანონო ინტერვენციის“ ფონზე მათი მიზანი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ხდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დასავლეთის ერთსულოვნებას უსვამს ხაზს:
„ჩვენ ერთად დავგმეთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის კანონით გამართლების ნებისმიერი მცდელობა. ერთხმად უარვყავით დაშინების ტაქტიკაც, კერძოდ - უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ძალის უკრაინის საზღვართან თავმოყრის ფაქტი“ - განაცხადა კერიმ ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე.
რუსეთი აცხადებს, რომ მას ქვეითთა მექანიზირებული ბატალიონები როსტოვის რეგიონიდან გაჰყავს. საუბარია უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გასულ დღეებში დაახლოებით 40 ათასი რუსი ჯარისკაცის თავმოყრა მოხდა. მოსკოვის მტკიცებით, მათი სიმრავლე სამხედრო წვრთნებით არის განპირობებული.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირების აზრით, რუსეთმა აღნიშნული ნაბიჯი ორი მიზნით გადადგა: უკრაინის ახალი მთავრობის დასაშინებლად და ასევე, მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიციების გასაძლიერებლად. ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ჯერჯერობით რუსული საჯარისო ქვედანაყოფების უკანდახევის დამამტკიცებელ ნიშნებს ის ვერ ხედავს.
„სამწუხაროდ, ვერ დავადასტურებ, რომ რუსეთს ჯარები გაჰყავს. ეს არ არის ის, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. სამხედრო ძალის მასობრივი კონცენტრირება არანაირად არ უწყობს ხელს სიტუაციის დეესკალაციას“ - აცხადებს რასმუსენი. რუსეთის ქმედებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აფასებს, როგორც „ჩვენი თაობის ევროპის უშიშროების ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“.
„რუსეთმა უგულვებელყო ის პრინციპები, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნებოდა და საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებსაც უღალატა. შესაბამისად, ჩვენ საქმიან ურთიერთობას ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ“ - ამბობს რასმუსენი.
რუსეთის სურვილია, რომ უკრაინის ახალმა ლიდერებმა თავი ალიანსისგან შორს დაიჭირონ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზანი არ არის.
„შემიძლია წარმოვიდგინო ნატო-უკრაინის საბჭოს უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, მაგრამ არ ვხედავ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზას“ - განაცხადა ბრიუსელის შეხვედრაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვაზე რუსეთის რეაქციამ, რისი მოწმეც ბოლო თვის მანძილზე გავხდით, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთის ურთიერთობებზე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან - აღნიშნავს პროფესორი კეიტ დარდენი ვაშინგტონში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტიდან.
„ვფიქრობ, კომფორტის ის დონე, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით არსებობდა, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო დაირღვა. დარწმუნებული ვარ, მინსკში, ერევანში და რეგიონის სხვა დედაქალაქებში ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რას მოიტანს მომავალში ის რუსეთი, რომელთანაც მათ საქმე უჭირავთ. ვფიქრობ, ეს ფაქტები რუსეთის ორბიტიდან ბევრს დააფრთხობს“ - აცხადებს პროფესორი დარდენი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ყოველგვარ სამხედრო სახის „პრაქტიკულ“ თანამშრომლობას წყვეტს. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობას, მათი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, კიდევ უფრო გააღრმავებს. თუმცა, ალიანსი ასევე აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოში პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება, მათ შორის - კონტრტერორიზმის, მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ავღანეთში ნარკოოპერაციების აღკვეთის მიზნით.