ვაშინგტონი —
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობას წყვეტენ რუსეთთან. ამის მიზეზი, მათი განცხადებით, უკრაინის კონფლიქტია.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში უკრაინის საკითხის შესახებ ჩატარებულ შეხვედრას მოჰყვა, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან გაგრძელდება საჭიროებისდა მიხედვით. მათი ცნობით, ისინი არ აღიარებენ რუსეთის მცდელობას უკრაინის ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს „უკანონოს და არალეგიტიმურს“ უწოდებენ.
მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს დაუყოვნებლივ გადადგას „საერთაშორისო კანონმდებლობის შესატყვისი ნაბიჯები.“
დღეს, უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის საზვრების მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ფაქტს ვერ დაადასტურებს.