ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნატოს ცივი ომის დაბრუნებაში ადანაშაულებს


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში
მოსკოვი ნატოს ცივი ომის მენტალიტეტის დაბრუნებაში ადანაშაულებს იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორია - ყირიმი - მიითვისა.

რუსეთის ელჩმა ნატოში ალექსანდერ გრუშკომ ოთხშაბათს საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ნატოში ცივი ომის ინსტინქტებმა გაიღვიძა.

ამ განცხადების ფონზე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში უკრაინის თემაზე შეხვედრებს აგრძელებენ.

მინისტრებმა გუშინ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ რუსეთთან ოფიციალურად დაასრულონ სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობა. ერთობლივ განცხადებაში მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას და მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG