ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება და აფრთხილებს, თვითგამოცხადებულ „რესპუბლიკებთან“ ახლადხელმოწერილი პაქტი არ გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ, შემდგომი სამხედრო ნაბიჯების გადადგმის საბაბად.
პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთმა მოსკოვი "უსირცხვილოდ მოატყუა". რუსეთის პრეზიდენტმა 30 წლის წინანდელი პოლიტიკური მოვლენების საკუთარ ვერსიაზე, მიმდინარე კრიზისის სათავეებში ისაუბრა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ისტორიის პერსონალურ აღქმებზე საუბრით, პუტინი საკუთარი ქმედებების გამართლებას ცდილობს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი შეეცადა უკრაინაში ახალი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად, 30 წლის წინ, დასავლეთსა და მოსკოვს შორის გამართული მოლაპარაკებები გამოეყენებინა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა სამი ათეული წლის წინ პირობა დადო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი, რუსეთისთვის პრევენციული სანქციების დაწესებას ითხოვს. რა ტიპის სანქციებს განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ, კონგრესსა და სენატში და როგორ აფასებს პენტაგონი რუსეთის ქმედებებს - "ამერიკის ხმის" ჩართვა, ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებაში.
ნატო სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობს. ალიანსი ახალ სტრატეგიას მიმდინარე წლის ზაფხულში, მადრიდის სამიტზე დაამტკიცებს. ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამბობს, რომ დოკუმენტში აქცენტი რუსეთსა და ჩინეთზე იქნება.
ნატო მომდევნო ათი წლის სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობს. მოკავშირეები ალიანსის წინაშე უკვე არსებულ და პოტენციურ საფრთხეებს, მათთან გამკლავების გზებს განსაზღვრავენ. მანამდე არსებობს კითხვები - უსაფრთხოების რა გამოწვევები განსაზღვრავს მომავალ ათწლეულს, როგორ უნდა მოერგოს ნატო, დღევანდელ მსოფლიო წესრიგს?
სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ბერლინში საუბრობს. სახელმწიფო მდივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ, ჟენევაში შეხვდება.
„ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება“ - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, „ამერიკის ხმასთან“ იმ ნაბიჯების შესახებ საუბრობს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში გადადგამს.
თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, "ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს" - ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ის რაც ყაზახეთში ხდება, გავლენას მთელს რეგიონზე მოახდენს“- ვაშინგტონსა და თავად ყაზახეთში, ანალიტიკოსები მსჯელობენ როგორ შეიძლება განვითარდეს ათწლეულების განმავლობაში თითქმის უპრეცედენტოდ მძლავრი სამოქალაქო პროტესტი. რას ნიშნავს პუტინისთვის ყაზახური პროტესტი და რა შეიძლება იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი.
რას ნიშნავდა ამერიკელებისთვის, დასავლური სამყაროსთვის, იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული სახელმწიფოებისთვის, 69 წლიანი ტოტალიტალური დიქტატურის დასრულება? როგორ მივიდა სამყარო ბოროტების იმპერიის გარდაუვალ დასასრულამდე? საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა
როგორ ცდილობს პუტინი, ოლიგარქებისა და სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით, პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის შენარჩუნებას, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ - „ამერიკის ხმის“ ჩართვა, ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებაში.
მიხეილ სააკაშვილის საქმე, სასამართლო სისტემაში მიდმინარე პროცესები, დამოუკიდებელი მედიის მდგომარება - ეს არის იმ საკითხთა ნაწილი, რომლებსაც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი, ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ის რაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მაგნიტსკის სანქციების სიაში მოხვდეს - "ამერიკის ხმის" ჩართვა, "ტვ პირველის" ეთერში.
საქართველოსა და უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, 3+3 ფორმატს განსაკუთრებული ყურადღებიდ მიუდგეს.
მეტის ჩატვირთვა