საბა გუჯაბიძე
საბა გუჯაბიძე პროფესიით ჟურნალისტია და ის 2008-12 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში "ალმამატერი"
- 2018 წლიდან დღემდე მუშაობს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში.
- 2014-2016 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურში.
- 2010 -2014 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იმედი"-ს საინფორმაციო სამსახურში .
სწავლის პარალელურად პრაქტიკას გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების რედაქციაში და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ რადიოში.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში. 2016 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.